ქუთაისიდან ბათუმისაკენ



  ქუთაისში  ჩასვლისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი სახელმწიფო ხაზინაში მივიდნენსადაც ეგულებოდათ თბილისიდან გამოგზავნილი განძეულიექვთიმემ გულდაგულ დაათვალიერა ყველა სამუზეუმო ყუთიხოლო ელიგულაშვილმა სახაზინო ქონება მოიკითხა.

ბათუმისაკენ მიმავალ ექვთიმეს დარდად მიჰყვებოდა ქუთაისში დაკარგული ერთი ყუთი.
რა უნდა მოსვლოდავინ უხიმანდარხაზინაშ ვინ იყო ისეთი ნამუსზე ხელარებულირომ ასეთი სისაძაგლე ჩაიდინაან რა გამართლება აქვს ამ სიშორეზე ჩემს წამოსვლასთუ ყოველ სადგურზე თითო ყუტი ვკარგე?“-ფიქრობდა ექვთიმემას ხან მეუღლხანაც თანმხლები პირები ამშვიდებდნენადრე თუ გვიანმოინახება ის ნივთებიომაგრამ ექვთიმეს არავისი არ სჯეროდა.
  ღრმად დაფიქრებული ექვთიმე კაეშნიანი თვალებით გაჰყურებდა გურიის მთებსსადღაც შორსთოვლიანი მთაგორების გადაღმა ილანდებოდა მისი მშობლიური სოფელი ლიხაურიმშობლიური მიდამოების ხილვამ  დროებით დაავიწყა  დაკარგული ყუთი და ბავშვობის მოგონებები აღუძრა...ეღირსებოდა თუ არა კიდევ თავისი სოფლის ხილვა?..

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა

მოგონებები გარდასულ დღეთა...




  ადრე დაობლდა... სულ პატარას გარდაეცვალა მამა-ჩოლოქის საზღვრის მცველი-რუსეთის არმიის ერთ-ერთი გამოჩენილი ოფიცერიოჯახის მთელი სიმძმე დედასმაკვანათელი ნაკაშიძის ქალს დააწვა მხრებზეექვთიმესროგორც და-ძმებში ყველაზე უმცროსს და ფეხმტკივანსდედა განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდახშირად ეტყოდნენ ხოლმედედა რომ ცოცხალი გყოლოდაუსწავლელი დარცებოდიოისე უყვარდიერთ წუთს თვალებიდან არ გიშორებდაოხუთი წლისას დედა გარდაეცვალა.  შემოდგომის ერთ ავდრიან ღამეს ვიღაცებმა გააღვიძესძალით მოაშორეს დედას მტირალი და ბუხრის წინ დასვესგარეთ ქალები გაჰკიოდნენ...
  ტირილი რომ მინელდაბებიამ წაიყვანა თავის სახლში და თავისსავე ლოგინში ჩააწვინა.
დედის სიკვდილის შემდეგ ბებიასთან იზრდებოდაბებიასაჯავახოელი შარაშიძია ქალიამ დროს ღრმად მოხუცებული იყო...
   სამი წლისა იყოფეხი რომ მოიტეხახიდან ჩამოვარდადროულად ვერ უმკურნალეს და სამუდამოდ დაკოჭლდათანატოლები კოჭლაბუხას ეძახდნენ.
შვიდი წლისა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანესსწორედ იქ დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე და ნიკო მარიშემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდაისინი ერთად სწავლობდნენ ქუთაისის გიმნაზიაში და აზვე გაიტაცა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა იდეებმა.
  შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტიაქვ  გაიცნო ვაჟა-ფშაველაუნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი ..
პეტერბურგიდან ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სახელით დაბრუნდა საქართველოში...
  სამშობლოში დაბრუნებულსხან მასწავლებელსხან უნივერსიტეტის ლექტორსუდიდესი სიხარული არგუნა დიმიტრი ბაქრაძის ახლო გაცნობამრომლის წინამძღოლობთაც შეუდგა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში სიძველეების შეკრება-დამუშავებას და გამოქვეყნებასპირველად დიმიტრი ბაქრაძესთან და თედო ჟორდანიასთან ერთადხოლო შემდეგ თითქმის მარტორამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა ჯაფას ეკლესია-მონსტრებში დაცულ სიძველეთა შესწავლის და მათი თბილისში ჩამოტანადაბინავებისთვის.
 ყოველივე ამის შემდეგალბათ მიხვდებითრა გუნებაზე იქნებოდა იგიროცა ასე წვითა და დაგვით შეგროვილ განძეულს საშიშროება დაემუქრაამ ნივთებთან ერთად ჯანდაბაშიც რომ გაეგზავნათალბათ უარს არ იტყოდა...

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა