1953 წლის 21 თებერვალი... გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი გულით დაიტირა ქართველმა ხალხმა, მაგრამ... ცხედარი ორმოციოდე კაცმა თუ გააცილა და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალა. საქართველომ იცოდა ფასი გარდაცვლილისა, მაგრამ მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო ეს დაფასება მხოლოდ მომავალში წარმოჩნდა. სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადმოსვენდა.

დღესდღეობით ჭეშმარიტად დაფასდა დიდი მამულიშვილისა და მეცნიერის ღავწლი-შრომა, რომელსაც შეეწირა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულში დაფერფლილი დიდი სიცოცხლე. საყოველთაოდაა აღიარებული და შორსაა გატანილი ექვთიმე თაყაიშვილის მოწამებრივი ცხოვრების ამბავი. დაიდგა ძეგლი (ავტორი ანზორ გომართელი) დაიწერა წიგნები(შალვა ამირანაშვილი, აკაკი სურგულაძე, გივი ჟორდანია, შოთა ბადრიძე, როინ მეტრეველი და სხვა) . მეცნიერის უკვდავყოფას განსაკუთრებული ამაგი დასდო რევაზ თაბუკაშვილმა ფილმით „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

როინ მეტრეველი
(ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია)