მარსელში



  მარსელში გემს დაუხვდა სენეგალის პოლკირომელმაც საქართველოს ნივთები ალყაშემორტყმულად გადაიტანა გემიდან ბანკში და მაშინვე დაიწყო კომისიამ მუშაობა (ექვთიმე  თაყაიშვილისიოსებ ელიგულაშვილისზურაბ ავალიშვილისა და ანდრია დეკანოზიშვილის შემადგენლობით)რომელმაც ერთი თვე გასტანა,. ყველაფერირაც საქართველოდან იქნა გატანილიუდანაკარგოდ ცაბარდა მარსელის ბანკს ოცდაცხრამეტი ყუთის ოდენობითგანძეულის შენახვის საფასურად ბანკმა წელიწადში ორიათას ხუთასი ფრანკი მოითხოვაერთი წლის ქირა უკვე გადაიხადეს და პარიზში გაემგზავრნენდანარჩენი ყუთები ზურაბ ავალიშვილმა მიაბარა პარიზის „გარდემებელში
   ექვთიმე თავისი ოჯახით დაბინავდა მისთვის განკუთვნილ სასტუმროშივიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე,სადაც  უკვე ცხოვრობდნენ საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობის მთელი შემადგენლობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით...