
ტირილი რომ მინელდა, ბებიამ წაიყვანა თავის სახლში და თავისსავე ლოგინში ჩააწვინა.
დედის სიკვდილის შემდეგ ბებიასთან იზრდებოდა. ბებია, საჯავახოელი შარაშიძია ქალი, ამ დროს ღრმად მოხუცებული იყო...
სამი წლისა იყო, ფეხი რომ მოიტეხა, ხიდან ჩამოვარდა, დროულად ვერ უმკურნალეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. თანატოლები კოჭლაბუხას ეძახდნენ.

შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტი. აქვ ე გაიცნო ვაჟა-ფშაველა- უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი ..
პეტერბურგიდან ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სახელით დაბრუნდა საქართველოში...
სამშობლოში დაბრუნებულს, ხან მასწავლებელს, ხან უნივერსიტეტის ლექტორს, უდიდესი სიხარული არგუნა დიმიტრი ბაქრაძის ახლო გაცნობამ, რომლის წინამძღოლობთაც შეუდგა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში სიძველეების შეკრება-დამუშავებას და გამოქვეყნებას, პირველად დიმიტრი ბაქრაძესთან და თედო ჟორდანიასთან ერთად, ხოლო შემდეგ თითქმის მარტო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა ჯაფას ეკლესია-მონსტრებში დაცულ სიძველეთა შესწავლის და მათი თბილისში ჩამოტანა- დაბინავებისთვის.
ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ მიხვდებით, რა გუნებაზე იქნებოდა იგი, როცა ასე წვითა და დაგვით შეგროვილ განძეულს საშიშროება დაემუქრა. ამ ნივთებთან ერთად ჯანდაბაშიც რომ გაეგზავნათ, ალბათ უარს არ იტყოდა...
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა