მუზეუმის თანამშრომლებში დიდი არევ-დარევა გამოიწვია განძეულის ევაკუაციის თადარიგის დაწყებამ. არც ერთი იქ მყოფი მხარს არ უჭერდა მენშევიკური მთვრობის გადაწყვეტილებას. დიდი განგაში ატეხა სიძველეთა დაცვის ვეტერანმა იონა თომაშვილმა. მისი თქმით, დადგა საქართველოს არსასრული.
მუზეუმის თანამშრომელთა განწყობილება ელიგულაშვილმა მათივე თვალებიდან ამოიკითხა, მაგრამ თანაგრძნობის ნაცვლად უმკაცრესი ტონით განაცხადა:
-ვისაც ჩვენი ერის განძეულობაზე გული შესტკივა, ყოველივე უნდა იღონოს იმისათვის, რომ ეს სიმდიდრე ეკლესია-მონასტრების მოძულე ბოლშევიკებს არ ჩაუვარდეთ ხელში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ ავლა-დიდების გადასარჩენად...
...
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა