1922 წლის დამდეგს ექვთიმე ზედიზედ აირჩიეს ჯერ ფრანგ ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო მოგვიანებით სააზიო საზოგადოების წევრად. ნოსტალგიაში ჩავარდნილ მოხუცი მეცნიერს კვლავ გაუძლიერდა სამეცნიერო მუშაობის სურვილი. ეს სურვილი ასულდგმულებდა მას ლევილში, სადაც ეკლიანი მავთულით შემოღობილი ბაღის განაპირას, ქართველი ემიგრანტებისათვის განკუთვნილი ორსართულიანი თეთრი სახლის მეორე სართულზე ბინადრობდა.
ექვთიმემ და მისმა მეუღლემ ხელი გამოიღეს, მშვენიერი ბაღ-ვენახი გააშენეს. მწვანილის საყიდლად ბაზარში არ დადიოდნენ. მტელი პარიზელი ქართველობა ლევილში იყრიდა თავს. მალე მუშაობა დაიწყო ქართველების ეკლესიამ, რომლის პირველი მოძღავრი იყო გრიგოლ ფერაძე.
ლევილის სული და გული იყო ექვთიმე. აქ იგი მოუსვენარ ცხოვრებას ეწეოდა,-კითხულობდა ლექციებს, ატარებდა საუბრებს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ თანამემამულეებს ქართული წიგნით და გაზეთით ამარაგებდა, რომელსაც თბილისიდან უგზავნიდნენ.
პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ექვთიმემ მიაგნო არაერთ ძველ ქართულ ხელნაწერს, გაშიფრა ისინი, , აღწერა და დაინტერესებულ პირებს გააცნო. მოგვიანებით პარიზში გამოქვეყნდა ექვთიმეს ახალი შრომები: „პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართულისაიდუმლო დამწერლობის ნიშანი“, „ქართული სიძველენი ევროპულ ანტიკვარებთან“.
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა