ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე

  საქართველოს დამოუკიდებლლობის დროს (1918-1921) ქვეყანას მართავდა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ეროვნულ საკითხებს საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა.
  სწორედ ამიტომ მიიღო მონაწილეობა ექვთიმე თაყაიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნაში, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც უამრავი საქმე ჰქონდა.
   ამ პარტიის სახელით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც გახდა და მთავრობას აიძულებდა დაეფინანსებინა ჩვენი ისტორიული ძეგლების შესასწავლად და გადასაჩენად მოწყობილი ექსპედიციები.
  1918 წელს, 26 მაისს საქართველომ რუსეთის საუკუნოვანი მონობისგან დახსნის დოკუმენტი-დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ ისტორიულ დოკუმენტს, სხვა დიდ ქართველებთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილის ხელმოწერაც ამშვენებს. ეს ბუნებრივიცაა-იგი ხომ არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ პატრიოტი და საზოგადო მოღვაწეც იყო და ასეთ დროს განზე ვერ დარჩებოდა. 

გამოყენებული ლიტერატურა: გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, ექვთიმე ტაყაიშვილი