საორგანიზაციო კომიტეტმა ორიოდ კვირაში მოზრდილი თანხა შეაგროვა, არ დარჩენილა პარიზსა და ლევილში მცხოვრები ქართველი, რომ ამ კეთილშობილურ წამოწყებას არ გამოხმაურებოდეს.
შემდეგ და შემდეგ წამოვიდა ასიგნაციების ნაკადი ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ბელგიაში და მსოფლიოს სავადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ქართველებისგან.
და აი, ასრულდა ექვთიმეს ოცნება. პარიზში დიდი ტირაჟით გამოიცა მისი უნიკალური ნაშრომი: „ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგალში“ და რამდენიმე ბროშურა.
ერთ დროს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მოხუცი უფრო გამხნევდა. დასძლია მარტოობის სიმძიმილი, ღონე მოიკრიბა და კვლავ ახალი ძალით დაიწყო ზრუნვა უპატრონო განძეულის ცხრაკლიტულიდან გამოსახსნელად.