

პედაგოგიური საბჭოს 1883 წლის 3 ივნისის დადგენილებით იგი დაუჯილდოებიათ ვერცხლის მედლით.
ირკვევა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი არ კმაყოფილდებოდა მარტო საგიმნაზიო აკადემიური საგნების მომზადებით და თავის სახელოვან თანაგიმნაზიელთან ნიკო მართან თანამშრომლობდა ხელნაწერ ჟურნალ „ბედში“, სადაც აიდგა მან ფეხი, როგორც მომავალმა დიდმა მეცნიერმა და ეროვნული სიძველეების დაუღალავმა მოჭირნახულემ.
ამ ჟურნალში „ე.თ.“-ს და „თ“-ს ფსევდონიმებით გამოქვეყნებულია ექვთიმე თაყაიშვილის ორი წერილი: „ქუთაისიდგან უწერამდე“ და „ლეგენდა“. პირველი ეხება 1880 წლის ზაფხულში გიმნაზიელი ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობას ქუთაისიდან ეწერამდე, ხოლო „ლეგენდა“ გადმოგვცემს მანამდე უცნობ თქმულებას მშობლიურ სოფელ ლიხაურთან ახლოს მდგარ XIIIს-ნის აჭის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.
ექვთიმე თაყაიშვილის წერილი ჟურნალ „ბედში“
ლეგენდა

ამ სოფლის დიდი და პატარა შემდეგს ამბობს ამ ქვაზე: “ეს არის მდევის სახლი, აქედგან აოხრებდა იგი ყველაფერს, არ უშობდა ცოცხალს აფერს სულგმულს, მაგრამ ღმერთმა თლათ კი არ გააწყვეტია მისი განაჩენი;
ერთხელ მდევმა წმიდა გიორგი დაპატიჟა სადილათ;
როდესაც მდევი სახლში შევიდა, წმიდა გიორგიმ კარი მოუკეტა და ზედ ფეხი კრა; აი ჩექმის
ქუსლი დღესაც აჩნია “
ამას გარდა, ერთი მეზობლიდგან გავიგონე, ვითომც, ერთხელ მოენდომენ იმ ქვის გატეხა, მაგრამ სისხლის წვიმა მოსულიყოს და ვითომც თლათ ყველაფერი შეძრულოს.
ამას გარდა, ერთი მეზობლიდგან გავიგონე, ვითომც, ერთხელ მოენდომენ იმ ქვის გატეხა, მაგრამ სისხლის წვიმა მოსულიყოს და ვითომც თლათ ყველაფერი შეძრულოს.
ამ ქვას
დღესაც მდევის ქვას ეძახიან და მახლობლათ წმიდა გიორგის სახტარია.
გამოყენებული ლიტერატურა: გურამ შარაძე-„ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი“