ჟორდანიასთან და „მთავრობის“ სხვა წევრებთან ერთად დიდხანს ბჭობდა ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორი ჰერბერტ ჯონსონი-მას მინანქრის განძეული ყიდვა უნდოდა...
ექვთიმეს ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა, სახე გაფითრებოდა, ცოტათი რომ დამშვიდდა, მოურიდებლად თქვა: სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას უსიკვდილოდ არავის დავანებებ ამ განძეულობას. ეს მარტო განძეულობა კი არ არის, ჩვენი სინდის-ნამუსია, იმედია და ნუგეში, ასე იოლად არ დაითმობა ჩვენი მამა-პაპათა შარავანდედი!
მუზეუმის დირექტორმა , რაკი სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, ახლა ასთი ვარიანტი შესთავაზა:
-თუ მომცემთ პირობას იმაზე, რომ გაყიდვის შენთხვევაში ამ ნივებს სხვას არ დაუთმობთ, წინასწარ გასესხებთ დიდ თანხას.
„მთავრობის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს. როგორცჩანდა, მათ მოეწონათ დირექტორის წინადადება და მზად იყვნენ შთანხმებოდნენ, მაგრამ სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ექვთიმემ დაასწრო:
-რა პირობა უნდა მოგცეთ?! ყოველ პატიოსან კაცს მოეთხოვება
სანამ პელემენტარული სინდისიერება, რომ მიბარებული ნივთი ხელუხლებლად შეინახოს . თქვენ კი...ვალის აღება ადვილია, გადახდა კი-ძნელი. ვინც მაგისთანა პირობას გთავაზობთ, მან კარგად იცის, რომ თქვენ ფულის გადახდა არ შეგიძლიათ და ბოლოსდაბოლოს ამ ვალს არ შეგარჩენენ!
რაკი ექვთიმე წინააღმდეგი წავიდა, ეს კომბინაციაც რა თქმა უნდა, ჩაიშალა.
შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმმა დაიწყო მოლაპარაკება დაუწყო მოლაპარაკება საქართველოს ყოფილ მთავრობას, რომ ქსნის იმ განძეულიდან, რომელიც უშუალოდ ექვთიმეს მიერ იყო შეგროვებული, და მუზეუმისთვის შეძენილი, ერთი რომელიმე საუკეთესო ნივთი დაეთმო ბრიტანელებისთვის; სამაგიეროდ მუზეუმის მესვეურები პირობას იძლეოდნენ საქართველოს მთელი განძეულობა შეენახათ და ამ განძეულობის ალბომიც გამოეცათ.
ამრიგად, კვლავ ჩაიშალა სამუზეუმო განძეულის გაყიდვის ცდუნება.
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა