ჩვენ შესახებ



ჩვენ ვართ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის 

 მეშვიდეკლასელები:

დათი აბესაძე, ნატო ბალავაძე, ნუკა კიკნაძე, 
ქრისტინე ღვინეფაძე, ეთუნა ალიხანაშვილი.


ბლოგი შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსისათვის თემაზე: „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“.


ჩვენი სკოლა იმითაც არის ბედნიერი, რომ მის მახლობლად მდებარეობს ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი, სადაც სკოლის მოსწავლეები  ესწრებიან წირვა-ლოცვას  და ეზიარებიან.
 სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი ამ წმინდანისადმი.

 ჩვენი მიზანი არ არის კონკურსში გამარჯვება ( თუმცა ამის დიდი სურვილი გვაქვს...), ჩვენ  გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და უდიდესი მადლიერების გრძნობა ამ  დიდი მოღვაწისადმი, რომლის წინაშეც ვალშია თითოეული ქართველი და მათ შორის ჩვენც!