ახალი საფრთხე



  იმ დროსროდესაც ექვთიმემ პიერ დოჟონისა და შარლ პომარეს დახმარებით განძეულის თაობაზე ხელახალი საკასაციო საჩივარი შეიტანა პარიზის საარბიტრაჯო სასამართლოშიმთელი საფრანგეთი შეძრა მრისხანე სიტყვამ „ომი“.
საფრანგეთის გული-პარიზი გერმანელების ხელშ გადავიდა.
ომში საფრანგეთის ჩაბმისთანავე გერმანელების შიშით პიერ დოჟონმა გასაოცარი წინდახედულება გამოიჩინამან მაშინვე გახიზნა საქართველოს განძეული ვერსალის ბიბლიოთეკის ჯურღმულებშიხოლო ექვთიმე გააფრთხილაკრინტი არ დასცდენოდა საერთოდ განძეულის არსებობაზე.
პარიზის დაპყრობის მეორე თუ მესამე დღესგერმანელებმა ლევილში ექვთიმეს ბინა გაჩხრიკესისინი სამნი იყვნენპოლკოვნიკიგამომძიებელი და ჯარისკაცი.
ექვთიმეს გაახსნევინეს პორველი ყუთისაეკლესიო ნივთები რომ ელაგაპოლკოვნიკმა ხელი დაუქნიარითაც ანიშნა ყუთი დახურეომერე მეორე ყუთიც გაახსნევინესპირველად ხელში მოხვდათ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონის ქანდაკებაიმპერატორის ცხენს ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა.
 გერმანელები ამჯერად წავიდნენკარგა ხანს არავის შეუწუხებია მოხუციეს მოჩვენებითი სიმშვიდე ქარიშხლის მომასწავებელი აღმოჩნდანაცისტებმა საფრანგეთში ფეხი მოიკიდეს თუ არამწვავედ დაისვა საკითხი ქართველი ემიგრანტების ბერლინში გადაყვანისა და განძეულის იქ გადატანისა.

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა