ქუთაისში ჩასვლისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი სახელმწიფო ხაზინაში მივიდნენ, სადაც ეგულებოდათ თბილისიდან გამოგზავნილი განძეული. ექვთიმემ გულდაგულ დაათვალიერა ყველა სამუზეუმო ყუთი, ხოლო ელიგულაშვილმა სახაზინო ქონება მოიკითხა.
ბათუმისაკენ მიმავალ ექვთიმეს დარდად მიჰყვებოდა ქუთაისში დაკარგული ერთი ყუთი.
„რა უნდა მოსვლოდა, ვინ უხიმანდარ, ხაზინაშ ვინ იყო ისეთი ნამუსზე ხელარებული, რომ ასეთი სისაძაგლე ჩაიდინა, ან რა გამართლება აქვს ამ სიშორეზე ჩემს წამოსვლას, თუ ყოველ სადგურზე თითო ყუტი ვკარგე?“-ფიქრობდა ექვთიმემას ხან მეუღლ, ხანაც თანმხლები პირები ამშვიდებდნენ, ადრე თუ გვიან, მოინახება ის ნივთებიო, მაგრამ ექვთიმეს არავისი არ სჯეროდა.
ღრმად დაფიქრებული ექვთიმე კაეშნიანი თვალებით გაჰყურებდა გურიის მთებს. სადღაც შორს, თოვლიანი მთაგორების გადაღმა ილანდებოდა მისი მშობლიური სოფელი ლიხაური. მშობლიური მიდამოების ხილვამ დროებით დაავიწყა დაკარგული ყუთი და ბავშვობის მოგონებები აღუძრა...ეღირსებოდა თუ არა კიდევ თავისი სოფლის ხილვა?..
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა