განსაცდელებით აღსავსე გზა



   პატარა იუგოსლავიური გემირომელშიც ექვთიმე თავისი მეუღლით და იოსებ ელიგულაშვილი იმყოფებოდნენბათუმიდან გასვლისთანავე ძლერ ღელვაში მოჰყვაბათუმისათვის ჩვეული წვიმიანი ამინდი იდგაზღვის ღელვა ხუთ ბალს აღწევდაერთი საათის მოგზაურობის შემდეგგადარჩენის იმედდაკარგულმა კაპიტანმა მეგზურებს გამოუცხადამაშველი ფრთები წამოესხათ.
გემის მთელი ეკიპაჟი პანიკამ მოიცვამაგრამ საბედნიეროდმალე გამოიდარა და როგორც იქნასტამბულში  ჩააღწიესსადაც წინა დღით ჩასულიყო კრეისერი „ ერნესტ რენანი“.
  ექვთიმეს იმედი ჰქონდასტამბულში მაინც გადასვამდნენ კრეისერზემაგრამ აქაც ბედმა უმტყუნამას გამოუხადეს საზღვაო ხელისუფლების გადაწყვეტილება-განძეულის სამხედრო სატრანსპორტო ხომალდ„ ბიენჰოაზე“ გადატანის შესახებ.
  სტამბულში ყოფნის დროს ექვთიმეს ჩაუსწრო ბორჯომიდან , დიდი მთავრების სასახლედან წამოღებულმა ნივთებმა , ფერწერულმა სურათებმა და ირმის რქებმადიდი იყო ექვთიმეს სიხარულიროცა დაკარგული ყუთის პოვნის ამბავიც შეატყობინეს.
  სტამბილიდან  20 მარტს გასულმა გემმა 5 აპრილს ჩააღწია ტუნისშიაქ გემის კაპიტანს ტელეფონით გადასცეს ბრძანება დაუყოვნებლივ წასულიყო კორსიკის კუნძულზე ერთ-ერთი გემის გადასარჩენად.
აიბედის დაცინვაერთიპატარა ხიფათის შემთხვევაში მათტან ერთად იღუპებოდა საქართველოს მთელი განძეულობარას იტყოდა მათზე ისტორიაამ მძიმე გრძნობით გაუდგნენ სახიფათო გზას ექვთიმე და მისი თანმხლებნი.
 საბედნიეროდნახევარ საათში კაპიტანს აცნობეს , კორსიკის გემი უკვე გადარჩაო და ბიენ ჰოაც თავისი ეკიპაჟით ტუნისიდან პირდაპირ მარსელისკენ გაემართა.
  ამრიგადთერთმეტ მარტს ბათუმიდან გასულებმა ერთი თვის შემდეგათ აპრილს ჩააღწიეს მარსელშიმგზავრობის ასე გაჭიანურება იმან გამოიწვიარომ მათი გემი ზოგიერთ ნავსადგურში მთელი ერთი კვირა იდგა რეიდზე . მარტო კონსტანტინეპოლში შეჩერდნენ ექვსი დღე-ღამე.

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა