როგორც იქნა, ჩააღწიეს ბათუმში. ოთხი დღე ვაგონში ცხოვრობდნენ და განძეულს იცავდნენ. მხოლოდ მეხუთე დღეს მიეცათ საშუალება მთელი ეს ნივთები ბორჯომიდან სულ ბოლო დროს ჩამოტანილ ნივთებთან ერთად სამხედრო კრეისერ „ერნესტ რენანში“ გადეტანათ. კრეისერზე თაყაიშვილი და ელიგულაშვილი არ აუშვეს, რადგან კაპიტნის თქმით, გემს შავი ზღვის რაიონში უხდებოდა სამხედრო ოპერაციები და იქ სამოქალაქო პირების ყოფნა არ შეიძლებოდა.
ექვთიმემ ჟორდანიას მიმართა . მან თავის მხრივ შევალიეს სთხოვა მოეგვარებინა ეს საქმე. შევალიე დაპირდა განძეულის მეგზურებს-კონსტანტინეპოლის მიმართულებით გასვლის წინ უსათუოდ მოგათავსებთ კრეისერშიო.
ექვთიმე და იოსები დაიმედებულნი დაბრუნდნენ სასტუმროში, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მოისვენეს ადამიანურად.
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა