
.jpg)
·
ექვთიმე
თაყაიშვილი იყო პირველი,ვინც ჯერ კიდევ რუსული იმპერიის პერიოდში გაბედა და დაიწყო
ქართული ისტორიის „შეგროვება“-ეძებდა,შოულობდა,ყიდულობდა,არქეოლოგიურ ექსპედიციებს
აწყობდა...
·
ილია
ჭავჭავაძესთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილმა შეასრულა უდიდესი როლი ნიკოლოზ ბარათაშვილის
შემოქმედების გადარჩენის საქმეში.ის ილიას ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებაშიც
დაეხმარა. რაც მთავარია, სწორედ მისი თაოსნობითა და რედაქტორობით გამოსცა „წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული.
·
როდესაც
ექვთიმე თაყაიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორი იყო,ხშირად ახერხებდა, საერწმუნებინა
ზედამხედველთა საბჭო,რომ რომელიმე ნიჭიერი ბავშვი, მიუხედავად მისი გლეხური წარმოშობისა,
უფასოდ მიეღოთ სასწავლებელში. ასე აღიზარდა გიმნაზიაში უამრავი ქართველი მოღვაწე, რომლებიც,
რომ არა ექვთიმე თაყაიშვილის მონდომება, ვერასოდეს მოახერხებდნენ სწავლას.
·
ექვთიმე
თაყაიშვილმა თვით ილიას ერთი უბრწყინვალესი გამოსვლის ტექსტიც შემოგვინახა:1896 წლის
10 მარტს ისინი ერთად ჩავიდნენ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის(ქიქოძის) დაკრძალვაზე.
სწორედ იქ წარმოთქვა ილიამ ის სიტყვა. ექვთიმე მაშინვე მიხვდა, რომ ეს ტექსტი არ უნდა
დაჰკარგვოდა შთამომავლობას და მაშინვე ჩაიწერა. ეს სიტყვა დღეს ორატორობის ნიმუშად
ითვლება.
·
დიდმა ქართველმა მწერალმა
კონსტანტინე გამსახურდიამ ერთხელ
თქვა:“მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს,
ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე
ჯავახიშვილს ქართული ეკლესია
წმინდანებად შერაცხავს“.მართლაც,
ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე
თაყაიშვილი წმინდანებად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ.
ვინ იცის,იქნებ ოდესმე სრულიად ახდეს დიდი მწერლის
წინასწარმეტყველება.
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები-„ექვთიმე თაყაიშვილი“
კონსტანტინე გამსახურდიამ ერთხელ
თქვა:“მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს,
ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე
ჯავახიშვილს ქართული ეკლესია
წმინდანებად შერაცხავს“.მართლაც,
ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე
თაყაიშვილი წმინდანებად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ.
ვინ იცის,იქნებ ოდესმე სრულიად ახდეს დიდი მწერლის
წინასწარმეტყველება.
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები-„ექვთიმე თაყაიშვილი“