1931 წელს, როცა ექვთიმეს თავისი სიცოცხლის ყველაზე მძიმე დღე დაუდგა, - გარდაეცვალა ერთგული მეუღლე ნინო პოლტორაცკაია, ფოსტის მოხელემ სასამართლოს უწყება მოუტანა.სენის დეპარტამენტის სამოქალაქო სასამართლო იტყობინებოდა, რომ ორი კბ=ვირის შემდეგ გაირჩეოდა სალომე ობოლენსკაიას სარჩელი მისი მამის, ნიკო დადიანის ზუგდიდისეული სასახლიდან წამოღებული ნივთების შესახებ. და ექვთიმეს, როგორც მოპასუხეს, თხოვდნენ დასწრებას.
ნინო პოტორაცკაიას პანაშვიდზე , დაკრძალვის დღესა და დაკრძალვის შემდეგ მთელი ქართველობა ობოლენსკაიას ქვრივის უგვანო საქციელას არჩევდა.
საზოგადოება ორად გაიყო.ბევრი კიცხავდა ქვრივის საქციელს, ზოგი კი ამართლებდა
ობოლენსკაიას ბევრი დამხმარე აღმოუჩნდა საფრანგეთის არისტოკრატიაში. მისი საჩივრის ირგვლივ წარმოუდგენელი სპეკულაცია გაჩაღდა . მომჩივანმა ხელოვნურად გაბერა დაიანების სასახლიდან წამოღებული ნივთების სია და ისე გამოდიოდა, თითქოს საქართველოდან გატანილი განძეულის ნახევარი სამეგრელოს მთვრის ქონება ყოფილიყო. საჩივრის მთავარი მოტივი ის იყო, რომ საქართველოს მენშევიკურ მთვრობას უფლება არ ჰქონდა დეკრეტის ძალით ჩამოერთმია ის ქონება, ვინაიდან სამეგრელოს მთავარი უშუალოდ რუსეთის ქვეშევრდომი იყო და არა საქართველოსი.
რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს მოტივი არ მიიღო. კომბინატორებმა დიდი ფული დახარჯეს იმ იმედით, რომ მოგების შემთხვევაში ასმაგად აინაზღაურებდნენ ხარჯებს.
სასამართლომ ობოლენსკაიას ქვრივს კი უთხრა უარი, მაგრამ განძეული უპატრონოდ გამოაცხადა და შესანახად გადასცა მუსიე პიერ დოჟონს, საფრანგეთის საარბიტრაჟო სასამართლოების მუდმივ წევრს, რომელიც იმ დროს უპატრონოდ დარჩენილი რუსეთის ქონების გამგებელი იყო. დოჟონმა ყადაღა დაადო საქართველოს განძეულს.
ახლაღა მიხვდნენ ქართველი ემიგრანტები, რომ განძეული საბოოლოოდ დაკარგეს და გამოსავლის ძებნა დაიწყეს.