დაბრუნება


                   
 1945 წლის დამდეგს ორი ქართველი მეცნიერი დიპლომატიური მისიით თბილისიდან პარიზს გაფრინდამათ დავალებული ჰქონდათ საქართველოს განძეულისა და სამშობლოში მომავალი ქართველი ემიგრანტების მეგზურობა.
  თეირანი-ქაირო-ბაღდადი-მარსელი-დიჟონი-პარიზი!-ასეთი იყო საქართველოდან წარგზავნილი ორი მეცნიერის -შარიასა და ამირანაშვილის ავიამარშრუტი.
   ექვთიმე მაშინ 82 წლის მოხუცი იყოჯანმრთელობას უჩიოდახშირად ავადმყოფობდაუკანასკნელად ის გაცივდა ვერსალის ბიბლიოთეკაში საქართველოს განძეულის აღწერის დროსმაშინ ბიბლიოთეკა არ თბებოდაექვთიმემ კოლექციების მხოლოდ ნაწილის აღწერა მოასწროშემდეგ კი ამირანაშვილმა განაგრძო მისი დაწყებული საქმესიების შედგენისა და შეჯერების შემდეგ ყველა ნივთი საგანგებოდ შეფუთეს და ყუთებში ჩაალაგეს.
  დაიწყო გამგზავრების თადარიგი,  მაგრამ პანიკამაც იმატაარავითარი გარანტია არ არსებობდა იმისარომ განძეული და მისი მეგზურები თბილისში მშვიდობიანად ჩააღწევდნენჯერ ხომ ისევ მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომიცის მეკობრეებს დაუსჯელად შეეძლოთ განძეულით დატვირთული თვითმფრინავების მოტაცება.
   ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოსკოვიდან მოფრინდა სამი თვითმფრინავიერთი მათგანი დაიტვირთა საბჭოთა საელჩოს საარქივო მასალებითდა მოსკოვში გაიგზავნაროგორც კი პარიზში ცნობილი გახდარომ თვითმფრინავი მშვიდობით ჩაფრინდა მოსკოვშიმაშინვე ერთი დღის განმავლობაში დაიტვირთა დანარჩენი ორი თვითმფრინავი განძეულით.
  ექვთიმემ ლევილში მეუღლეს სასაფლაო მოინახულასინანულით დაემშვიდობა მოხუცი თავისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს.საფლავთან მუხლმოყრილმა პატიება სთხოვარომ ვერ უსრულებდ ანდერძს და მის ძვლებს სამუდამოდ ტოვებდა უცხოეთის მიწაში...
  მოულოდნელად ექვთიმემ უარი თქვა სამშობლოში გამგზავრებაზეასეთი საქციელი ზოგმა მოხუცის ახირებად მიიჩნიაზოგმაც ცოლთან სამუდამო განშორების სიმძიმილადმაგრამ არც ერთი აღმოჩნდა მართალი და არც მეორეექვთიმეს თურმე სულ სხვა სატკივარი უღრღნიდა გულს-როგორ  გამოჩენილიყო თანამემამულეებშიროცა მას ერთი ხეირიანი კოსტუმიც არ ჰქოდა ჩასაცმელი.
 გვიან გაიგეს საბჭოთა საელჩოშირომ განძეულის გუშაგი ყველაზე ბოგანო კაცი ყოფილა მთელს პარიზშიგაიგეს და მაშინვე დატრიალდნენთანხაც სწრაფად გააჩინესმაგრამ ნაცისტების ნაბატონარ პარიზში კოსტიუმი არ მოიპოვებოდა.
   მეგზურებმა ითავეს-ქაიროში ან თეირანში შეემოსათ მოხუცი...  
  1945 წლის აპრილის დამდეგს ორი თვითმფრინავი აფრინდა პარიზის ბურჟეს აეროდრომიდანექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოშ მოფრინავდა საქართველოს დელეგაციასთან ერთადთან მოჰქონდა მეოთხედი საუკუნის წინათ  გატანილი და ერთ დროს უპატრონოდ დარჩენილი განძეული.
 პარიზი-მარსელი-რომი-ბენგაზი-ქაირო-თეირანი-თბილისი!-ასეთი იყო ავია მარშრუტი.
 პარიზიდან ხუთ აპრილს აფრენილები მეშვიდე დღეს - თერთმეტ აპრილს , თბილისის აეროდრომზე დაეშვნენ.
  ღრმად მოხუცითეთრი წვერულვაშით შემოსილი ექვთიმერომელსაც თბილისის აეროდრომზე  უამრავი თანამემამულე ელოდებოდაკოჭლობით ჩამოვიდა თვითმფრინავის ტრაპიდანროგორც კი საქართველოს ცას და მიწას შეხედამის შესახვედრად მოსულ მოზღვავებულ ხალხს თვალი შეავლოსიხარულით ცრემლმორეულიხელების ქნევით შორიდან მიესალმა მათმერე ცალი ფეხით ჩაიმუხლამშობლიურ მიწას ემთხვია დამჭკნარ ბაგეთაგან  ჩურჩულით მოსწყდა ტანჯული სულისა და გულის თანაზიარი სიტყვები:
კვლავ შენთან ვარ მიწავ მშობლიუროშენი განძეულის ერთგული გუშაგი! „სნეული დავბრუნებულვარმკურნალად შემეყარეო!“

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა