დაუპატიჟებელი სტუმარი



  პარიზის არქეოლოგიური საზოგადოებიდან დაბრუნებულ ექვთიმესრომელმაც ეს-ეს არის წაიკითხა საჯარო ლექცია კოლა ოლთისაისა და ჩანგლის არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებთვის „აპარტამენტში“, ეზოს ჭიშკართანმდიდრულად მორთული ეტლი დაუხვდა
  ექვთიმე კოჭლობით აუყვა კიბესკარი შეაღო და სტუმრებს მიესალმამეუღლემ  სათითაოდ წარმოუდგინა სავარძელში მსხდომი ქალები:
-ქალბატონი სალომე ობოლენსკაიაასული ნიკო მინდრელსკისაშვილიშვილი სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძისაეს ქალბატონი კი-ნინომ ხანდაზმულ ქალზე მიუთითა-ნაპოლეონ ბონაპარტის შორეული შთამომავალიქალბატონ ობოლენსკაიას ახლო ნათესავიჟოზეფინა მიურატისა გახლავთ.
-დიდი ხანიამინდოდა , ბატონო ექვთიმე თქვენი ნახვა,- წამოიწყო სალომემ,-პირადად თქვენთან და საქართველოს ყოფილ მთავრობასთან დიდი მოსალაპარაკებელი საქმე მაქვსმაგრამ სანამ მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალურად მოველაპარაკებოდეთქვენთან რჩევის მისაღებად ვარ მოსული და ვიმედოვნებ დამეხმარებით.
-ბრძანეთქალბატონოთუ რამ შემიძლიამზად ვარგემსახუროთ!
 -რამდენადაც გადმომცესსაქართველოდან თქვენ ჩამოიტანეთ დიდძალი განძეული-ოქრო და ვერცხლითქვენ კარგად მოგეხსენებათამ განძეულის დიდი ნაწილი მამაჩემის სასახლიდან , ზუგდიდიდან არის წამოღებულინუთუ მემამაჩემის კანონიერ მემკვიდრესრომელმაც დავკარგე მშობლებიძმაქმარიმამულ-დედულისამშობლოაქ შორეულ ქვეყანაში გადმოხვეწილსარა მაქვს უფლებაახლა მაინც მოვითხოვო ისრაც აქამდე უნდა მიმეღო?
 ექვთიმემ ყურადღებითმაგრამ გაოცებით მოისმინა ქვრივის ნათქვამი და სახემოღუშულმაცოტა არ იყოს უხეშად ჰკითხა:
  -რომელ მემკვიდრეობაზე ბრძანებთ თქვენქალბატონონუთუ დღემდე არ იცითრომ სამეგრელოს სამთავრო ქონების მემკვიდრეობის უფლება დიდი ხანია დაკარგული გაქვთ?
-ვის აქვს უფლება მამის ქონება შვილს წაართვასთუ ძალით მართმევთესეც მინდა ვიცოდე. - მე არავის არ ვართმევ არაფერსდავალებული მაქვს განძეულის დაცვა და ვიცავ კიდეცრაც შეეხება თქვენი მამის ოჯახიდან ნივთების წამოღებასეს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდაარსებობს დეკრეტირომლითაც სამეგრელოს მთავრის ქონება სახელმწიფო კუთვნილებადაა გამოცხადებული.  ეს არის ქართველი ხალხის კუთვნილება და ადრე თუ გვიან მასვე უნდა დაუბრუნდეს.
-რა ძალა აქვს მენშევიკური მთვრობის დეკრეტსროცა თვითონ ეს მთვრობა აღარ არსებობსმე ბატონ ჟორდანიას მოველაპარაკები და თუ ისიც ასეთ პასუხს გამცემსსხვა რა გზა მაქვსსასამართლოს მივმართავარ დავუშვებრომ ეს განძეული კერძო პირების გამდიდრების წყარო გახდეს!
თქვენ რომ კარგად მიცნობდეთასეთ სიტყვებს არ მაკადრებდითჩემს სახლში რომ არ ბრძანდებოდეთღირსეულ პასუხს გაგცემდითმაგრამ რაკი სტუმარი ბრძანდებითრა გაეწყობათავი უნდა შევიკავო.
ამ სიტყვებით სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს დაშორდნენ.

„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა