გამთენიის ხანს მენშევიკური მთვრობის ყოფილი ხელმძღვანელები იტალიის ფირმის გემ „ფერენც ჟოზეფ-მარილში“ გადასხდნენ და საფრანგეთში გაიქცნენ...
საქართველოს განძეულით დატვირთული სამხედრო კრეისერი „ერნესტ რენანი“ უფრო მოგვიანებით უნდა გასულიყო. შევალიეს პირობის თანახმად, კრეისერის ეკიპაჟი, თითქოს დათანხმდა თაყაიშვილისა და ელიგულაშვილის მათთან ერთად მგზავრობას, მაგრამ ეს თვალთმაქცობა აღმოჩნდა.
განძეულის მეგზურები დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე გამოცხადდნენ რეიდზე. კრეისერი კი კარგა ხანია გასულიყო და ზღვის ჰორიზონზე წერტილივით მოჩანდა.
უსაზღვრო იყო ექვთიმესა და მისი თანმხლები პირების აღშფოთება,. მათ ერთხანს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან იდავეს, მაგრამ რაკი არაფერი გამოუვიდათ, სცადეს კერძო გემის დაქირავება, რათა განძეულს უკან გამოსდგომოდნენ, გემი მართლაც დაიქირავეს, რომელმა კონსტანტინეპოლისკენ აიღო კურსი.